რეზონანსი
18.07.2018

 (რეზონანსი) ხეჩინაშვილის კლინიკაში ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მეშახტე სამართალდამცავებმა გამოკითხეს.

როგორც კომპანია "საქნახშირის" ადვოკატი გია ჯანაშვილი აცხადებს, უბედურ შემთხვევამდე მეშახტეები კომპანიის ადმინისტტრაციამ გააფრთხილა.

"ვერსიებზე აქ საუბარი არ შეიძლება, კითხვები იყო მიზანმიმართული რას აკეთებდით, რა ადგილას იმყოფებოდით, უნდა მდგარიყავით აქ თუ არა, გაგაფრთხილათ თუ არა ვინმემ, რომ აფეთქება იყო მოსალოდნელი - მე შემიძლია ასეთი პასუხი გაგცეთ, რომ დიახ გააფრთხილეს ცოტახანში იქნება აფეთქება და გთხოვთ შესაბამის უსაფრთხო ადგილას დადგეთ" - აცხადებს გია ჯანაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×