დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც ეხება 2014 წლის 17 ივლისს დონბასში ბოინგ 777-ის ჩამოგდებას. მალაიზისს ავიახაზის "MH 17" რეისის კატასტროფას 2014 წელს ვერავინ გადაურჩა. ტრაგედიამ 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც ამ საკითხის გამოძიებაში დიდი შვიდიანის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, თავის "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ უკრაინა გამოძიებას ყველანაირად დაეხმარება ამ პროცესის პროფესიონალურ დონეზე ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯაში, რომელთაც ბრალი მიუძღვით ავიაკატასტროფაში.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა. მათი თქმით, ნიდერლანდებმა არ მისცეს რუსეთს იმის საშუალება, რომ ჩართულიყვნენ საერთო გამოძიებაში.
პოროშენკო წერს, რომ ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც ჩართულნი არიან ავსტრალიის, ბელგიის, მალაიზიის, ნიდერლანდებისა და უკრაინის წარმომადგენლები, დაადგინეს, რომ ბოინგ 777 ჩამოგდებული იყო რუსეთიდან გამოგზავნილი მათი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ბუკით". პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ტერაქტისთვის".
დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საერთო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნიდერლანდები, უკრაინა, მალაიზია, ავსტრალია და ბელგია.
ამ დასკვნის მიხედვით რუსეთმა პასუხი უნდა აგოს 2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგან საერთაშორისო კანონმდებლობაში გაწერილი, რომ "პირებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიუღებელ მოქმედებებზე, როგორიცაა ცეცხლის გახსნა ან რუსული წარმოშობის რაკეტა "ბუკის" გაშვება, პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე."
სწორედ ამ კანონის გათვალისწინებით, დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, რომ მან "კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს ავსტრალიასა და ნიდერლანდებთან, რათა განმატროს ყველაფერი და უპასუხოს ყველა არსებულ შეკითხვას."
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნუალია, რომ გამოძიების მიერ დადგინდა თუ როგორ მოხვდა რუსეთის რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე. კერძოდ, სარაკეტო სისტემა "ბუკი", რომელმაც ჩამოაგდო "MH 17-ის" რეისი, ეკუთვნის რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ორმოცდამეცამეტე ბრიგადას.
რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო ზოლის არაკონტროლირებადი ნაკვეთის გადალახვის შედეგად რუსებმა უკრაინაში უკანონოდ შეიყვანეს სარაკეტო სისტემა. ხოლო მას შემდეგ, რაც ბოინგ 777 ჩამოაგდეს, სასწრაფოს გაიყვანეს უკრაინის ტერიტორიიდან და დააბრუნეს რუსეთში.
რუსეთი არ იზიარებს საერთო საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაკეთებულ დასკვნებს და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერს, რომ ნიდერლანდებმა შეაფერხა მათი მონაწილეობა გამოძიებაში.
განცხადებაში წერია, რომ საერთო საგამოძიებო ჯგუფმა თავიდანვე იმ ვერსიის დამუშავება დაიწყო, რომელიც წინასწარ ჰქონდა არჩეული და არ მიაქცია ყურადღება იმ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთი გამოძიების მსვლელობის პროცესში აწვდიდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საგამოძიებო ჯგუფს, როგორც საკუთარი ნებით, ასევე იურიდიული დახმარების გაწევის ფორმატში.
რუსი დიპლომატები საუბრობენ იმაზე, რომ საერთო საგამოძიებო ჯგუფი საქმეს დახურულად იძიებს და მიკერძოებულია.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაციონალური პოლიციის სისხლის სამართლის დეპარტამენტის თავჯდომარე ვილბერტ პაულისენმა 2018 წლის 24 მაისს განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორია დონბასის თავზე 2014 წლის 17 ივლისს "MH 17-ის" თვითმფრინავი ჩამოაგდეს სარაკეტო-საზენიტო კომპლექს "ბუკით", რომელიც ეკუთვნის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.
ვილბერტ პაულისენის თქმით, საგამოძიებო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა 2014 წლის 17-18 ივლისს სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი "ბუკი-სთვის" გადაღებული ფოტომასალა და დაადგინა, რომ "კომპლექსს ჰქონდა ბევრი უნიკალური ნიშნები". სწორედ ამის საფუძველზე გახდა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ "ბუკი" რუსეთს ეკუთვნოდა.