რეზონანსი
18.07.2018

 დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მის მგავსად, “ქართული ოცნების” რიგებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია. როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, გრძნობდნენ, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მოუწევდა და პარტიიდან მის გარიცხვას ხელი სასწრაფოდ ამიტომ მოაწერეს.

"თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც. ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ რჩება და მე მათთან ერთად ვრჩები. თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია. 

ჩემს გზას გავაგრძელებ, იგრძნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოვდება და მაგას მაინც ვერ გადაურჩებიან. საზოგადოება დამეხმარება, რომ ქართულმა პარლამენტმა ამ შემადგენლობით თავისი რეალური მხარდაჭერა და რეალური სახე დაინახოს. ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაანახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება. ბევრს მიადგებიან, ალბათ, გონიათ, რომ დასჯის მექანიზმი ესაა. დეპუტატს რა თავისუფლებაც სჭირდება, ის მომანიჭეს", – განაცხადა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×