რეზონანსი
18.07.2018

 "ქართული ოცნების" ყოფილ წევრ დავით ჭიჭინაძეს, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერები  გაწევრიანებას სთავაზობენ. ამის შესახებ პარტია მიმართვას ავრცელებს.

"ბ-ნო დავით, გირჩი იზიარებს თქვენს მიერ საჯაროდ გაჟღერებულ კრიტიკას პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელიც ეხებოდა როგორც მის უარყოფით როლს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, ისე მის ამორალურ კრიტიკას ოცნების მთავრობის წინა ხელმძღვანელის მიმართ. თუ მზად ხართ გაიზიაროთ "გირჩის" ხედვები და შემდეგი 2 წელი იმუშაოთ პარლამენტში "გირჩის" ფრაქციის შექმნაზე, გთავაზობთ "გირჩში" გაწევრიანებას და გელით ი. გამრეკელის 47 ნომერში", – ნათქვამია "გირჩის" მიმართვის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×