რეზონანსი
18.07.2018

 საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ. კვლევა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც ბავშვის დაშინებაში, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკაში, აგრესიულ დამოკიდებულებასა და მისი ინტერესების იგნორირებაში გამოიხატება. ეს ქმედებები კი იმისა წინაპირობაა, რომ ბავშვს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაკარგოს დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ძალადობას სკოლებში, გამოკითხული ბავშვების 25% მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, ან მის მეგობარზე იძალადეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ”გაეროს ბავშვთა ფონდის” 2013 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა და ეს ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×