რეზონანსი
18.07.2018

 მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯამში, 36 394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მათ შორის, დაახლოებით, 75% ანუ 27 143 ავტოსატრანსპორტო საშუალება გამართული იყო. ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, 5 953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განმეორებით გაიარა, ხოლო 243 მათგანი დამატებით დახარვეზდა.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8 532 იურიდიული პირის საკუთრებაშია.

რაც შეეხება სტატისტიკას ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, მონაცემები ასე გამოიყურება: ჯამში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 15 ათასმა ავტობუსმა გაიარა. შედეგად, 11 166 

ავტობუსი გამართული; 3 834 კი დახარვეზებული აღმოჩნდა. 

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სულ 513-მა „მარშრუტკამ“ გაიარა. აქედან, 318 მიკროავტობუსი გამართული; 195 კი დახარვეზებული აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×