რეზონანსი
19.07.2018

 დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილი, მის თანაგუნდელ გედევან ფოფხაძეს ტელეეთერის საშუალებით უპასუხა.

როგორც „360 გრადუსში“ დეპუტატმა განაცხადა, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია ის განცხადება, რომელიც ფოფხაძის მხრიდან გაკეთდა.

„თუ კომუნისტები არიან იმ გუნდში, რა გინდა მაშინ მანდ, კომუნისტობა?! თუ ეს გამიზნული მოქმედებაა იმისთვის, რომ გარიცხვის შემდეგ რამდენიმეთვიანი აქტუალობა შეინარჩუნო პოლიტიკურ ასპარესზზე?! მე თუ ჩავთვლიდი, რომ ვარ იმ გუნდში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა კომუნისტია, დავტოებდი იმ გუნდს. თან გუნდის წევრიც გინდა იყო, თან კომუნისტები, ცხვრები, უმაქნისები ეძახო, ეს არ არის ქომაგობა. შეურაცხმყოფელია გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან - ეს არასწორია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×