რეზონანსი
19.07.2018

 ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. "ინფო რუსთავს" რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის სრული კურსი კი 18 წლის შემდეგ 2005 წელს დაასრულა.

2005 წელს ბუდაღაშვილს, საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის კვალიფიკაციით. გარდაბნის ამჟამინდელი მერი პროფესიით საავტომობილი ტრანსპორტის სპეციალისტია.

18 წლიან სტუდენტობაზე ბუდაღაშვილმა საუბარი არ ისურვა, თუმცა დაადასტურა რომ ეს ნამდვილად მისი დიპლომის ასლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×