ამერიკაში დაკავებული მოკრივე ავთანდილ ხურციძ
ე, იგივე ჩაქუჩა სოციალურ ქსელში შემდეგ მიმართვას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს:
"ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც სცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ, არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა "დამადეპორტებს", ეს ასეც მოხდება - რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები, რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ.
მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი, რა გასაკვირია. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა" - წერს ხურციძე.