რეზონანსი
19.07.2018

 თბილისში 22 წლის გეორგ სარქისიანის მკვლელობა, სავარაუდოდ, სიტყვიერი დაპირისპირება გახდა, რომელიც ერთი თვის წინ ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო.

გამოძიება ძმებს ეძებს, რომლებიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან. ძმების მამის თქმით, შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის მათ საცხოვრებელ სახლთან უმისამართო სროლის გამო დაიწყო. მისმა შვილმა, ერიკ ხითარიანმა, მოკლულ გეორგ სარქისიანს, ჰაერში გახსნილი ცეცხლის გამო, მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, გინება გახდა სადისტური მკვლელობის მოტივიც.

მოკლული ხშირად მონაწილეობდა ინტერნეტგარჩევაში, რომელიც სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ხდებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×