რეზონანსი
19.07.2018

 პარტიიდან გარიცხვის შემდეგ დავით ჭიჭინაძის განცხადებების ობიექტი კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. დავით ჭიჭინაძე ამბობს,რომ ისინი, ვინც მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლშევიკები არიან.

"სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და ამ ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას შეხედავ ხომ, ახლა რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა, ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არა უშავს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×