რეზონანსი
19.07.2018

 ტყიბულელი მეშახტეები მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ. ამ მიზნით დღეს მუნიციპალიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მასში მონაწილეობას პროფკავშირებიც მიიღებენ. მეშახტეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი დაპირების ოფიციალურად დადასტურებას უკავშირდება. შახტის დალუქვის პარალელურად ისინი შრომის ანაზღაურების მიღების გარანტიებს ითხოვენ.

"პერმანენტულად გაგრძელდება აქციები, სანამ არ იქნება დოკუმენტი, სადაც იქნება მითითებული, რომ ეს ხალხი აიღებენ ხელფასებს იქამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება", - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ლავრენტი ალანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×