რეზონანსი
19.07.2018

 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ დავით ჭიჭინაძეს ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს "ქართულ ოცნებაში", ვიდრე ირაკლი კობახიძეს.

"ჭიჭინაძე თავის აზრს ყოველთვის გამოთქვამდა და ბუნებრივია, ვიღაცისთვის მისაღები იყო, ვიღაცისთვის - არა. ამ საფუძვლით მისი პარტიიდან გაგდება ტრაგიკომიკური საქციელია, რაც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.  ჭიჭინაძეს ჰქონდა კონკრეტული და ხშირ შემთხვევაში მისაღები  პრეტენზიები. ამის გამო გარიცხვა კი არ არის სწორი საქციელი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პარტიაში არსებულ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს.

რეალურად ჭიჭინაძეს ამ პარტიაში ბევრად მეტი თანამოაზრე ჰყავს, ვიდრე იმ ჯგუფს, რომელმაც განახორციელა მისი პარტიიდან გაგდების სპეცოპერაცია. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი პარტიული სისტემა დგას ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე  ადამიანები ერიდებიან შიდა პოლემიკას. "ქართული ოცნების" უმრავლესობას სულაც არ მოსწონს კობახიძის ჯგუფის ფეხების ბაკუნი.

კობახიძის ჯგუფს უფრო მეტი საერთო აქვს ბოკერიას ჯგუფთან ხედვების თვალსაზრისით, ვიდრე დანარჩენ "ქართულ ოცნებას". ერთადერთი რაც ამ ადამიანებს აკავშირებთ ეს არის ივანიშვილის ფაქტორი. მისი მორალური და სხვა ტიპის რესურსები. მათ სხვა არაფერი აერთიანებთ", – განუცხადა ხუხაშვილმა "მეტრონომს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×