რეზონანსი
19.07.2018

 "ქართული ოცნებიდან" დავით ჭიჭინაძის გარიცხვის ფაქტს დეპუტატი გედევან ფორფხაძე გამოეხმაურა. დეპუტატი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო:

"ვიღაცას ჰგონია, რომ მე წყალს ჩავიგუბებ პირში და დათოს ვაგრძნობინებ, იცი რა, შენ რაღაც შეგეშალა და სწორად გაგრიცხეს. მე მაგას ვერ გავაკეთებ, მორალურად დავინგრევი, სახლიდან ვერ გამოვალ მაგის მერე, ეგ რა კაცობაა. სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება გარიცხოს. ეთიკურობა ძალიან შეფასებითია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, იტყვიან, გედი ფოფხაძე არაეთიკურია, ჩაიწერება ბრძანებაში, ბლანკში, რომ არაეთიკური ხარ და კარგად იყავი", – ამბობს გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×