დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგ, შესაძლოა, ქართული ოცნების რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დატოვოს, რომლმაც საპარალამენტო უმრავლესობა ერთხელ უკვე დატოვა, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა. ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას ფოფხაძის გარდა პარტიის სხვა დეპუტატიც წევრებიც აპროტესტებენ და რა არის გამორიცხული მათ საკუთარი პროტესტი საჯაროდაც დააფიქსირონ.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით შესაძლოა უმრავლესობა ჭიჭინაძემ და ფოფხაძემ დატოვონ და თანამოაზრეებთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნან, რომლიც უმრავლესობის შემადგენლობაში არ იქნება.
ახალი ფრაქციის შექმნას რეგლამენტის მიხედვით სულ მცირე 6 დეპუტატი სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ჭიჭინაძე-ფოფხაძე ახალ ფრაქციას შექმნიან და ეს ფრაქცია უმრავლესობას განუდგება, 113-კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშლება.
ამჟამად უმრავლესობაში 8 ფრაქციაა - "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება - მწვანეები", "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარება", "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა", "ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები".