რეზონანსი
19.07.2018

 კანადაში, ტორონტოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პოლიცია ყოველდღე პოულობს ადამიანთა დანაწევრებული სხეულების დამარხულ ნაწილებს. ყველა მკვლელობის კვალი 66 წლის ბრიუს მაკარტურთან მიდის. ის ყოფილი მებაღეა. იგი ზამთარში სანტა კლაუსის გასართობ ცენტრშიც და მსხვერპლთა სხეულის ნაწილებს სხვადასხვა გასამწვანებელ ტერიტორიებზე მარხავდა. პოლიციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკლულთა იდენტიფიცირების პროცესი.

ბრიუს მაკარტური იანვარში ხუთი კაცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, სხვა მსხვერპლების შესახებაც გახდა ცნობილი.  მსხვერპლთა ასაკი 44-დან 58 წლამდე მერყეობს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე მსხვერპლი ლგბტ თემის წარმომადგენელია. ერთ-ერთ მათგანთან სექსუალური ურთიერთობა თავად ბრალდებულსაც ჰქონდა.

მკვლელობათა სერია 2010-დან 2017 წლამდე გრძელდებოდა. მაკარტური სასამართლოს წინაშე 23 ივლისს წარდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×