რეზონანსი
19.07.2018

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე თანაგუნდელის გედევან ფოფხაძის განცხადებას პასუხობს.

"თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" არის კომკავშირი, მე არ ვიცი… მე თუ ჩავთვლიდი, რომ კომკავშირია, მაშინ კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, რომ მისი განცხადება შეურაცხმყოფელია პარტიისთვის, მე ვერ გავჩერდებოდი კომკავშირში, დანარჩენი გედის გადასაწყვეტია.

ნებისმიერ განვითარებულ, დასავლურ პარტიას აქვს შინაგანაწესი და პარტიული დისციპლინა. სამწუხაროდ, დავით ჭიჭინაძე არღვევდა პარტიულ დისციპლნას და არაერთხელ მიაყენა ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. "ქართულ ოცნებას" არ ეკადრება გუნდის წევრებმა სახალხოდ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა", – ამბობს კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×