თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის ზოგიერთ ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებზას გამოეხმაურა.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს, რომელიც ერთი მხრივ ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. იცით, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული - უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.
არაერთხელ გამიკეტებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს ცვლილებები განახორციელოს, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ ეს საუბარი“, - განაცხადა კალაძე.