რეზონანსი
19.07.2018

 საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს, რასაც სკანდალურ ვიდეოს ურთავს:

"ეს არის ირანულ სიმღერაზე გადაღებული სატირული კლიპი, რომელშიც ავტორი – მოჰსენ ნამჯოუ მღერის საქართველოზე, როგორც ირანის ნაწილზე, რომელიც რუსეთმა წაართვა ირანს.

სიმღერას შირმად კურტანიძის ის შეხვედრა უდევს, სადაც მან აბსოლუტური უპირატესობით სძლია ირანელ მეტოქეს. ავტორი კურტანიძის გამარჯვებას ეხმაურება სიტყვებით: "რა გვაქვს გასაყოფი?"; ხოლო ტექსტის ძირითადი შინაარსი გამოიყურება ასე: "რუსეთო, რატომ წამართვი საქართველო და ქართველი ხათუნები? დამიბრუნე ისინი".

კლიპში მრავლადაა უხამსი სცენებიც და არანორმატიული სიტყვებიც, რამაც მსმენელი და მაყურებელი აღაშფოთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×