რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში - ამბობს თბილისის მერი პარტია „ქართული ოცნებიდან" დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის კომენტირებისას.

„გადაწყვეტილებების შესახებ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით. გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ ყველგან ასე არსებობენ პარტიები - თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×