პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ის, რომ ვაშაძე "ნაცმოძრაობას" წარმოადგენს ეს დამღა მას აკნინებს და ასუსტებს.
"ვაშაძის ელექტორატი კი საკმაოდ შეზღუდულია. არ აქვს განვითარების პოტენციალი და ამას თავისი მრავალწლიანი მმართველობის პრე ისტორია აქვს. ამ ელექტორატზეც კი მიდის ბრძოლა, ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. დღეს ფაქტობრივად ერთი და იგივე და „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა მიდის არა ხელისუფლებასთან, არამედ ერთმანეთთან ერთი და იგივე ელექტორატზე. მაქსიმუმი შეუძლიათ 20 %-ის აღება, რითაც არჩევნების მოგება არის შეუძლებელი. აქედან გამომდიანრე, შანსი ძალიან თეორიულია. თვითონაც იციან, რომ არჩევნების მომგები არ არიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ სხვა სახეებთან შედარებით გრიგოლ ვაშაძე უკეთ გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, ეს დამღა მას ასუსტებს და აკნინებს. კი ბატონო, მელიას სჯობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მეტ ხმას მიიღებს", - განაცხადა ხუხაშვილმა "იბერიას" ეთერით.