რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა.

ვოლსკი ამბობს, რომ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება „პიროვნულად ძალიან რთული იყო, მაგრამ პიროვნული დამოკიდებულების მიღმა არსებობს ინტერესი".

„დავით ჭიჭინაძე თავისი შეხედულებებითა და გამონათქვამებით გუნდის სხვა წევრების მოსაზრებებს დაუპირისპირდა და ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ტრაგიკული გადაწყვეტილება მივიღეთ. ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებით და პრინციპებით წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც გუნდის შეხედულებები ჰქვია, თუნდაც სტაბილურობის ინტერესი, პარტიამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. არაფერზე არ გავბრაზებულვარ, არის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ჰყოფს. საქმე სწორედ ამასთან გვაქვს", ამბობს ვოლსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×