რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ორის კლინიკიდან გაწერა ხვალ მოხდება, ორი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, ხოლო მეორეს მომავალ კვირას ჩაუტარდება.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფება 4 პაციენტი. ორის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ისინი ხვალ დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ორი მძიმე პაციენტი კი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა მათ საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდებათ. არის სხვადასხვა ლოკალიზაციის და ფართობის დაზიანებები. ერთ მათგანს რომელსაც 25 პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა-საკუთარი კანის გადანერგვა. მეორე პაციენტთან გვაქვს 50%-იანი დამწვრობა. მასთან ქირურგიულ ჩარევას მომავალ კვირას ვგეგმავთ", -განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის შახტის 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×