რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის მარია ზახაროვის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ზახაროვმა ამის შესახებ „რუსთვი 2"-თან ისაუბრა.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას", ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია", - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვი ამბობს, რომ რუსეთში დაინტერესებული არიან ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით და ეს დამოკიდებულია მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებაზე.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე", - განაცხადა ზახაროვამ.
იგი ასევე გამოეხმაურა დასავლეთის სანქციებს, რომელიც მოსკოვს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესდა.
"ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან, ეს აზრი მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი, რომ ქართველები დაფიქრდნენ, ხომ არ იყენებენ მათ სხვები საკუთარი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური მიზნებით მოქმედება საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ უმადური და არაკეთილშობილური საქმეა", - ამბობს ზახაროვი.