რეზონანსი
19.07.2018

 "ქართული ოცნების" წევრი, გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო საკუთარ თანაგუნდელებს ბოდიშს უხდის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა მოკლე პერიოდში, როდესაც იგი გაკეთებული განცხადების შემდეგ მალევე უკან იხევს.

ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ფოფხაძემ მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და თქვა, რომ მას „ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას:

"ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ამ ფრაზის გამო ვთხოვ ჩვენს კოლეგებს მომიტევონ ეს ციტატა - ემოციური იყო. მინდა ამ ვითარებაში შუამავლის როლი ვითამაშო. თავის დროზე დავით ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ "ონებიდან"არ უნდა წავსულიყავი, რადგან ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ვაპირებ იგივე გავაკეთო და ვესაუბრო დავითს ამ საკითხზე. ინდა რომ პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს და თუ გუნდის შიგნით ბატონ დავითის მისამართით არის წყენა ამაზეც ვისაუბროთ"- აღნიშნა ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×