რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა კუჭავას განცხადებით, დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნებიდან" გარიცხვა ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ჭიჭინაძე უმსგავსი მეთოდებით ცდილობდა პარტიის და თანაგუნდელების დამცირებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის არათუ ელოდა სამდივნოს ასეთ გადაწყვეტილებას, არამედ მაქსიმალურად ცდილობდა თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით დაეჩქარებინა ეს პროცესი. შეეძლო ღირსეულად თავად წასულიყო პარტიიდან თუ მისთვის „ქართული ოცნება" ასეთი მიუღებელი იყო. ეს მე მიჩენს ეჭვებს, რომ ჭიჭინაძე სხვის მიერ დაგეგმილ თამაშს თამაშობს. მან წამოიწყო ის თამაში, რომლის მსხვერპლი თავად გახდა, მისდა სამწუხაროდ", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×