რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სხვების დადანაშაულების ნაცვლად, რუსულმა მხარემ, თვითკრიტიკულად უნდა გაიაზროს ვითარება და გადადგას ის ნაბიჯები, რასაც მისგან საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო დიდი ხანია ელოდება.

„სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×