(რეზონანსი) „რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდით, პასუხი არ გაგვეცა ბატონი დავითის განცხადებებისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს მიაჩნია, რომ პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვა სწორი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ჭიჭინაძის განცხადებები „ნაცმოძრაობის" მსგავსი პარტიის ინტერესებში ჯდება.
„ბუნებრივი და ლოგიკურია პარტიის სამდივნოს გადაწყვატილება გარიცხვის შესახებ. მისი განცხადებები ჯდება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი პარტიის ინტერესებში, სწორედ ამიტომ არის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მას იცავენ მხოლოდ რომან გოცირიძე და ნიკა მელია.
„ბატონმა დავითმა დაიწყო კრიტიკით, შემდეგ გააგრძელა შეურაცხყოფებით. ბოლოს, როდესაც მის განცხადებებში ტყუილები იყო, ეს იყო ბოლო წვეთი, რის გამოც პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი გაგდება. სამწუხაროდ, ბატონი დავითი იმასაც ვერ ხვდება, რომ ნელ-ნელა ის ჩაჯდა „ნაციონალური მოძრაობის" მესიჯბოქსში", - ამბობს მდინარაძე.