რეზონანსი
19.07.2018

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან მეორე შეხვედრას მოუთმენლად ელოდება, რადგან ჰელსინკიში განხილული საკითხების რეალიზაცია მოხდეს.

„მოუთმენლად ველი მეორე შეხვედრას, რომ შევძლოთ ჰელსინკიში განხილული საკითხების რეალიზება, რომელთა შორისაა ტერორიზმი, ისრაელის უსაფრთხოება, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ",- წერს ტრამპი „ტვიტერში".

ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა პუტინთან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.

„რუსეთთან სამიტს ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი, ოღონდ არა ნამდვილი მტრებისთვის - ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიისთვის",- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×