რეზონანსი
19.07.2018

ზაზა სარალიძე შსს-ს მიერ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვნის, დ.ღ-ს დაკავების ფაქტს მიესალმება და იმედს აქვს, რომ უწყება იმ პირებსაც გამოავლენს, რომლებმაც გამოძება თავიდანვე ჩიხში შეიყვანეს:

"მინდა მივესალმო შსს-ს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ხანებში გამოფხიზლდნენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ამ საქმის გასახსნელად...

იმედია იმ ფაქტებსაც გამოავლენს შსს და არ დაიხევს უკან, ვინ მალავდა და რატომ მალავდნენ" - განაცხადა ზაზა სარალიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება დღეს დაკავებულ დ.ღ-ს, როგორც სარალიძე ამბობს, არასრულწლოვანმა ბევრჯერ იცრუა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასმართლო პროცესზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×