რეზონანსი
19.07.2018

 ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინერე გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა მიხეილ კალანდიაც დააკავონ. ინფორმაცია ამის შესახებ "პირველი რადიოსთვის" ხდება ცნობილი, თუმცა ოფიციალურად ამას ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.

მიხეილ კალანდია 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ამ დროისათვის მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - დანაშაულის დაფარვა ედება და გირაოთია გათავისუფლებული. ვინაიდან კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×