რეზონანსი
19.07.2018

 დანიშვნიდან მეორე დღესვე ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია რუსეთში გაემგზავრა.

ეკონომიკის სამინისტრო უწყების პირველი პირის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაიდუმლოებას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით, სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქობულია საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში არ იქნება.

„მინისტრი ქობულია ამჟამად იმყოფება უცხოეთში, კერძოდ, მოსკოვში. ეს არის შვებულება, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ, ყოფილ სამსახურში საქმეების გადაბარების პროცესთან“, - განუცხადა "კურიერს" ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი კალანდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×