ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
"ძვირფასო სტუდენტებო და არა მარტო, გთავაზობთ აგვისტოს დასაქმებას მაღალი ანაზღაურებით. ალბათ გახსოვთ, და თუ არა, ქვემოთ იხილეთ, ჩემს მიერ გოგი თოფაძისთვის მიძღვნილი “დამცინავი მაისური”. ვაცხადებ კონკურსს ანალოგიური ტიპის მაისურზე, რომელიც ეძღვნება ბიძინა ივანიშვილს. თემა – პოლიტიკური სატირა. ყველაფერი პირადი წაიშლება და, შესაბამისად, არ დაიშვება კონკურსზე. გამარჯვებული მაისური მიიღებს პრიზად 1000 დოლარს იმ პირობით,რომ პრინტის გამოყენების უფლება გადმომეცემა ექსკლუზიურად მე.
აუცილებელი პირობაა, გაკეთდეს სრულყოფილი სასიგნალო ეგზემპლარი, ჩაიცვას ავტორმა და დადოს ამ პოსტის კომენტარში პირადიდან ან რომელიმე ჩემი "ფრენდის" მეშვეობით.
მიღება შეწყდება 31 აგვისტოს 23:59 წუთზე".