გადაცემა "რეაქციაში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას გრიგოლიას უთხრა, რომ ის უფრო მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე თავად:
"ქალბატონო ინგა ვნახოთ, რატომ ვეჩხუბოთ ერთმანეთს?!" - მიმართა მელიას, რაზეც გრიგოლიამ კი უპასუხა:
"არ ვჩხუბობ. რა გჭირთ? კითხვას ვსვამ და ხან თქვენ, ხან წინამორბედი მეუბნებით დიდად სვამო"
"ჩემი აზრით, თქვენ უფრო ბევრს საუბრობთ, ვიდრე მე. არ მაძლევთ შესაძლებლობას... მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვერ ვავითარებ აზრს. თუ შეიძლება დავასრულებ", - თქვა მელიამ.
ინგა გრიგოლიას რეპლიკა კი ასეთი იყო: "აი, მეორე რედაქტორიც ვიშოვე".
პირველ რედაქტორში ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური იგულისხმა, რომელმაც წამყვანს ორჯერ მიმართა, რომ კითხვები მოკლედ დაესვა, რადგან მისი თქმით, ყურში ხმაური ესმოდა.