რეზონანსი
19.07.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფოარმაციას უარყოფს.  როგორც იგი ამბობს, პირიქით გუნდის ერთიანობის შენარჩუნებაზე მუშაობს. 

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ხომ არ უნდა ისარგებლოთ?! უნდა ისარგებლოთ იმ ინფორმაციით, რომელიც მედიას მივაწოდე მთელი დღის განმავლობაში ინტერვიუებში. სოციალურ ქსელში რომ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ მე მართლმადიდებლობაზე უარი ვთქვი, შეკითხვები უნდა დამისვას მედიამ?! სოციალურ ქსელში ნებისმიერი რამე შეიძლება დაიწეროს. მე მგონი, ეს არ არის სანდო წყარო. სოციალური მედია ბულვარულ პრესას უფრო ჰგავს, ვიდრე სანდო წყაროს", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×