რეზონანსი
19.07.2018

 პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანებების მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენაში მონაწილეობა გრიგოლ ვაშაძის თხოვნით მიიღო. გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის სატელეფონო საუბრისას ის ძალიან შეცბა და გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. 

“როდესაც დამიკავშირდა ბატონი გრიგოლი, არც ვიცოდი რაზე იქნებოდა საუბარი, როცა ვისაუბრეთ ცოტა შევცბი პირდაპირ გეტყვით. დამჭირდა გარკვეული დრო გაანალიზებისთვის. შემდეგ ვისაუბრე, ჩავიხედე იქ რა ხდება, რაშია საქმე, ვინ არიან, რატომ კეთდება  ეს გაერთიანება. გრიგოლ ვაშაძე საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა იმ დიდი განათლებით და პროფესიონალიზმით.

ფაქტია ერთს გეტყვით, ეს ვიღაცას მოეწონება თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას დიდი უბედურებები ჰქონდა, სისასტიკეები, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ კადრებს პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებდით. 

ძალიან პრაგმატულად მივიღე ეს გადაწყვეტილებაც, მე ემოციურ ფონზე არ ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებებს და რამდენიმე დღეში მივეცი თანხმობა, ეს ხომ არ არის პარტიის არჩევნები, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×