15 ივლისს, ბამბის რიგში, „ქართული კინოს მოედანზე“ მდებარე ერთერთ ბარში, ქართული ოცნების დეპუტატებმა იხულიგნეს და იჩხუბეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბარის შეწუხებულმა ადმინისტრაციამ პოლიციაში დარეკა.
ძველი თბილისის პოლიციამ კი, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ში "პრესა.ჯის" განუცხადე,რომ მსგავსი ინციდენტის შესახებ შეტყობინება არ შესულა. პოლიციისგან განსხვავებით, მომხდარს ადასტურებენ ბამბისა და რკინის რიგს შორის მდებარე ქართული კინოს მოედანზე მდებარე ობიექტების თანამშრომლები. მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ვითარება განიმუხტა.