რეზონანსი
20.07.2018

 სასტიკი მკვლელობა მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე რუსეთის ქალაქ სტავროპოლში. 33 წლის მამაკაცმა 24 წლის ორსულ მეუღლეს მუცელში დანა ჩაარტყა. მათ უფროსი ვაჟი ჰყავდათ და მეორეს მოლოდინში იყვნენ. მამაკაცი პათოლოგიური ეჭვიანობით იყო შეპყრობილი და ცოლს გამუდმებით უწყობდა სკანდალებს. ბოლოს ეჭვიანი მეუღლე საკუთარი დეიდის სახლში შეიჭრა, სადაც მისი ცოლი სტუმრად იყო მისული. მამაკაცმა ცოლს საკუთარ მეგობრებთან რომანს აბრალებდა. შემდეგ ის სამზარეულოში გაიქცა, სადაც დიდი ზომის დანას დასტაცა ხელი და ცოლს პირდაპირ მუცელში ჩაარტყა.

ორსული ქალი ღრმა ჭრილობითა და ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მალევე დაიღუპა. შეუძლებელი აღმოჩნდა ასევე მუცლად მყოფი ნაყოფის გადარჩენაც.

მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა პოლიციამ მალევე მოახერხა მისი დაჭერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×