რეზონანსი
20.07.2018

 „როსპოტრებნადზორი“ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფედერალური სამსახური საქართველოდან შესულ ალკოჰოლურ სასმელის ხარისხს ამოწმებს.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებლის უფლების შესახებ არსებულ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვეს. საერთო ჯამში აღნიშნული აკრძალვა 16 ათას ლიტრ ქართულ ალკოჰოლს შეეხო.

„ხარისხის ანალიზი, როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე მიუთითებს“,- აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×