რეზონანსი
20.07.2018

 ახალგაზრდა მამაკაცები, შხამიანი გველის ნაკბენით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში  შეიყვანეს. ერთ-ერთ მამაკაცს გიურზამ მდინარე ალგეთზე თევზაობის დროს უკბინა. მას ნაკბენი ქუსლზე ჰქონდა. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად მამაკაცი გველს დაჭერის მიზნით გაეკიდა რა დროსაც გიურზამ თითზე უკბინა. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი დავით გოგოძე "ინფორუსთავთან" ამბობს, რომ ბოლო შემთხვევა საკმაოდ მძიმე იყო. პაციენტს პირველ ეტაპზე ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს. ექიმის თქმით ამ ეტაპზე პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოძის განცხადებით, 2 დღეში გველის დაკბენის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×