რეზონანსი
20.07.2018

 რუსთავი-თბილისის გზაზე მოძრავ მიკროავტობუსში ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა. ქვემო ფონიჭალაში მძღოლმა მიკროავტობუსი გააჩერა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ასევე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც. გაირკვა, რომ მამაკაცს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული, რომლის მაღალმა დოზამაც მისი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. ახალგაზრდას ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება და მისი გადარჩენა მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×