რეზონანსი
20.07.2018

 ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილი თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მიზეზი მისი მისამართით, სოციალურ ქსელში ძალადობრივი შინაარსის კომენტარია, რომელიც საკრებულოს მაღალჩინოსანმა ჯანგირშვილის მეგობრის "ფეისბუქ პოსტზე" დატოვა :

"თავიც რომ გაუტეხონ და ცოტა ხნით ეთერებში თავისი ბოტოქსებით ვერ ვნახოთ, ურიგო არ იქნება", - დაწერა მამუკა ბალიაშვილმა ჯანგირაშვილის მისამართით.

"ეს ტიპი თბილისის საკრებულოს ოფიციალური ჩინოვნიკია. სახელდების კომისიის სამდივნოს უფროსი. მისი დარიცხული ხელფასია 2800 ლარი. ხელზე ასაღები - 2240 ლარი. ამ ხელფასს იღებს ჩემს მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან. დიდი სიამაყით აქვს გამოფენილი 41-ნომრიანი ფოტოები, ანუ პარალელურად ქართული ოცნების პარტაქტივია. ჰოდა, "ქართულო ოცნებავ" და საკრებულოვ ან გაემიჯნეთ ამ იდიოტს, მოხსენით თანამდებობიდან და გაუშვით პარტიიდან, ან ჩავთვლი რომ ეს თქვენი ოფიციალური პოზიციაა", -  წერს ნინო ჯანგირაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×