რეზონანსი
20.07.2018

 „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ინფორმაციას ავრცელებს:

„სასიხარულო ინფორმაცია!!! გუშინ 19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო (76 მომხრე, 0 წინააღმდეგი) ცვლილებები "მოქალაქეობის შესახებ" კანონში. შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:

1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.

2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.

3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×