რეზონანსი
20.07.2018

 საშინელი შემთხვევა მოხდა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე. როგორც თვითმხილველები ყვებიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დასუფთავების სამსახურის მანქანას უკნიდან შეეჯახა. დასუფთავების მანქანის უკან იმყოფებოდა სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც მინიავტობუსი დაეჯახა. სამწუხაროდ, ის ადგილზე დაიღუპა.

"ნაგვის ურნაზე მიაჭყლიტა ეგრევე"  - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა თავად განაცხადა, რომ მას საჭესთან ჩაეძინა. აღნიშნულ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×