რეზონანსი
20.07.2018

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. როგორც უსუფაშვილმა “კავკასიის” ეთერში განაცხადა, შეხვედრა სასარგებლო იყო და მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა. დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ მასა და პრეზიდენტს, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, ერთნაირი ხედვა და შეფასება აქვთ.

"შენების მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და არჩევნებში არა მხოლოდ ღირსეული კანდიდატით წარდგება, არამედ შეეცდება ამ არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოჩნდეს. რა როლი ექნება ამ პროცესში მარგველაშვილს, ეს მისი გადასაწყვეტია", – აცხადებს უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×