რეზონანსი
20.07.2018

 ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე არ გამორიცხავს, რომ ცრუ ჩვენებისთვის ადამიანები კიდევ დააკავონ. ლონდარიძე ყურადღებას ამახვილებს წითელი ავტომანქანის მძღოლზე, ნიკოლოზ იორდანაშვილზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, იორდანაშვილის საუბარში გარკვეული წინააღმდეგობები იკვეთება. მისივე თქმით, კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ ჩვენებას:

"არსებობს არაერთი სავარაუდო ნიშანი იმისა, რომ კიდევ არაერთი პირი იძლევა ცრუ ინფორმაციას. ჩვენ თვალს ვადევნებდით საგამოძიებო კომისიაზე ერთ ერთი პირის ჩვენებას, წითელი მანქანის მძღოლზე ვსაუბრობ, რომლის საუბარში სავარაუდოდ იკვეთება გარკვეული წინააღმდეგობები. იმისათვის, რომ მივიღოთ ნათელი სურათი რა მოხდა, საჭიროა უკვე ამ კუთხით გაგრძელდეს მუშაობა", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, შსს-მ გუშინ 51-ე სკოლის მოსწავლე დ.ღ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×