რეზონანსი
20.07.2018

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

"ჩვენ დაინტერესებულები ვართ რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე“, - ამბობს მარია ზახაროვა.

ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პირველიოფიციალური გზავნილი თბილისის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×