რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკევა დააკავეს.

Daily Sabah -ის ინფორმაციით, დაკავებულია ასევე ბათირაშვილის ორი შვილი.

ბათირაშვილის მეუღლე - სედა დუდურკაევა, მიგრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის ქალიშვილია,

დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის „ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში სკანდალი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. მის მინისტრად იყო ცნობილი, 2016 წელს ერაყში მოკლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×