რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინ ერთ-ერთი არასრულწლოვანის დაკავება მოხდა მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში.

„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ამის შესახებ არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად ვერ ისაუბრებს რა მტკიცებულების მოპოვებას შეძლებს გამოძიება.

„მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება. როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით ერთი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არაა. ბრალდების წარდგენას სჭირდება შესაბამისი სტანდარტი. როცა შეიკრიბა შესაბამისი მტკიცებულება, მოხდა დაკავება", - დასძინა მეზვრიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×