რეზონანსი
20.07.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

არასრულწლოვანის მშობლებმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც ბრალდებულის დედა ამბობს, მის შვილს არავითარი ცრუ ჩვენება არ მიუცია და შესაბამისად, ის ბრალს არ აღიარებს.

დ.ღ. გუშინ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×